Thursday, September 4, 2008

მარია.

მარია ერთი რუსის ნაშაა რომელიც ჩემთან ერთად სწავლობს. ნუ შემიძლია ვთქვა რომ ჯგუფში ყველაზე ძლიერები ვართ + ყველაზე აქტიურები, ჰოდა ვებრძვით ერთმანეთს, რა თქმა უნდა "ფარულად," არა აგრესიულად – ჰო ცოტა სწერვაა, მე არ ვყვები ხოლმე მაგის იაზვურ რეპლიკებს ხოლმე, რაც უფრო მეიაზვება მით უფრო თესლურ რაღაცეებს ვაჩალიჩებ ჯგუფში და ყველას ყურადღებას იმ მომენტში მე ვიპყრობ :D
ჰო ომის პერიოდში ფაქტიურად არ მეკონტაქტებოდა, არც გამარჯობა მითხრა ერთი–ორჯერ. მეც ვუბღვერდი. ნუ ჩვენი პოლიტიკურ–ინტელექტუალური ბრძოლები საინტერესო არაა, მითუმეტეს რომ მე მას არც კი ვთვლი მეტოქედ, ან საერთოდ რაზე უნდა ვთვლიდე, მოკლედ მაგარი წაუყლევე გოგოა :)

დღეს ვათვალიერებდი იაჰუუს :) ჰოდა გავაძრე ეს შენი მარია, ეგეც ეძებს ნაშას, პროფილში არ შემიხედია არ მინდა ნახოს რომ მეც იქ ვარ, თვითონაც მნახავდა უეჭველი მაგრამ არც თვითონ აჭერს ჩემს პროფილს რომ არ დაიწვას თავი :) გარედან კი აი ეს უწერია:
“Never give up the struggle” Work hard, play even harder is probably the best way to describe me. I`m a very career oriented and ambitious person- intelligent..." – აქ წყდება.

შესახედავად არაუშავს, უფრო კაი რუსებიც მინახია. ისე მაინტერესებს ორშაბათს უნდა ვნახო და თუ ნანახი აქვს ჩემი პროფაილი უეჭველი წამეიაზვება რაღაცას :) მერე თქვენც მოგიყვებით.

No comments: